ახალი ამბები

ტრენინგი პედაგოგებისთვის: რთული ქცევის მართვა სასკოლო ასაკის ბავშვებში

19 თებერვალი 2024

15 თებერვალს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში ჩატარდა სრულად დაფინანსებული სასერტიფიკატო ტრენინგი სკოლის პედაგოგებისთვის ,,რთული ქცევის მართვა სასკოლო ასაკის ბავშვებში“.

ტრენინგი შედგებოდა ორი მოდულისგან:

  • პედაგოგიკა და სასკოლო ასაკის ბავშვის თავისებურებები/განვითარების საჭიროებები;
  • სასკოლო ასაკის ბავშვთა ქცევის თავისებურებები და მათი მართვა.

განხილული იქნა ისეთი თემები, როგორიცაა:

  • სასკოლო ასაკის განვითარების ეტაპები, საჭიროებები და სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარების ხელშეწყობაში პედაგოგიკის როლი.
  • ქცევის სირთულეები და მართვის სტრატეგიები.
  • მოსწავლეთა სწავლის თავისებურებები და ინტერესები.

ტრენინგს უძღვებოდნენ:

  • ნინო ქიტოშვილი - გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი, GIU-ს ასოცირებული პროფესორი, ინკლუზიური განათლების ინსტიტუტის ტრენერი, ალტერნატიული განათლების მკვლევარი.
  • ნათია ობგაიძე - გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი, GIU-ს ასოცირებული პროფესორი. ტრენერთა ასოციაციის ასოცირებული წევრი, საქართველოს კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების წევრი.