ახალი ამბები

ტრენინგი: ინოვაციური პლატფორმების ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესში

8 თებერვალი 2022

დღეს, 2022 წლის 8 თებერვალს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სერტიფიცირებული ტრენინგი სახელწოდებით ინოვაციური პლატფორმების ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესში”.

ტრენინგი მომზადებული იყო სპეციალურად სკოლის მასწავლებლებისთვის, რეპეტიტორებისა და, ზოგადად, პედაგოგებისთვის.

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ინოვაციური პლატფორმებისა და მათი დანერგვის მეთოდებისა თაობაზე, ასევე პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ასე მაგალითად, როგორ

- წარმართონ გაკვეთილი სახალისოდ;

- მიაღწიონ მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას;

- მისცენ და შეასწორონ დავალებები მოქნილი მეთოდით.

ტრენინგს უძღვებოდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი, სინოლოგი - ელი ელისაშვილი.