ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი ტრენინგის მონაწილეებს მასპინძლობდა.
შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი
დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.
სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!
2013 წლის 3 ივნისს გურამ თავართქილაძის სასწავლო, თბილისის თავისუფალ, ქართულ-ამერიკულ, საქართველოს, ილიას სახელმწიფო და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის სამართლის სკოლის ბიბლიოთეკების ნებაყოფლობით თანამშრომლობასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ხელისმომწერნი თანხმდებიან, დართონ ერთმანეთს (მათ შორის, მემორანდუმის მონაწილე ყველა დაწესებულების თანამშრომელსა და სტუდენტს) წვდომის უფლება ბიბლიოთეკის რესურსებზე იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ბიბლიოთეკის რესურსებისა და მემორანდუმის შესაბამისი მონაწილის შიდა წესების გათვალისწინებით.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ერთგვარი გაგრძელება იყო მიმდინარე წლის 2-3 ივლისს ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში გამართული ტრენინგი ბიბლიოთეკის განვითარების თემებზე.
ტრენინგს უძღვებოდა ამერიკელი ექსპერტი იურიდიული ბიბლიოთეკის საკითხებში მონიკა ორაკელი.