კურსდამთავრებულები და მეგობრები

ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი

ფარმსახლი,  კომერციული დირექტორი

 

2013 წელს დავამთავრე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი.

ეროვნულ გამოცდებამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად ჩამებარებინა, თუ რომელი უნივერსიტეტი მომცემდა თანამედროვე განათლებას და დღეს უკვე ვხდები, რომ უმაღლესი სასწავლებლის არჩევანში არ შევმცდარვარ. მე მივიღე სწორედ ისეთი განათლება, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია ააშენო შენი მომავალი მყარი კარიერა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - Charles University in Prague, დავამთავრე  მარკეტინგის ფაკულტეტი.

მადლობა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ პროფესიონალებად ჩამოვყალიბდით, შევიძინეთ ცოდნა და ცხოვრების ასპარეზზე გავედით.

GTUNI   ის ადგილია, სადაც ყველა საშუალება გეძლევა, მიაღწიო დასახულ მიზანს.

გირჩევთ,  ბოლომდე იბრძოლოთ საკუთარი მიზნის მისაღწევად და ღირსეულად ატაროთ  ამ უნივერსიტეტის  სახელი.

ახალი ამბები

ბაკურიანში, ტრენინგების ციკლზე

21 თებერვალი 2011

2011 წლის 16-20 თებერვალს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის ბაკურიანში ტრენინგების ციკლი ჩატარდა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სახელით ტრენინგების ციკლში უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მაია უკლება და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლალი ჩაგელიშვილი მონაწილეობდნენ.

ტრენინგების პირველი ციკლი - „საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად“ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შექმნის ძირითადი მიზნებისა და ჩარჩოდან გამომდინარე მოთხოვნების შესაბამისად უმაღლესი აკადემური საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოთხოვნების შესაბამისად უმაღლესი აკადემიური საგანმანათლელო პროგრამებისა და სილაბუსების შემუშავების საკითხების განხილვას მიეძღვნა.

ტრენინგების მეორე ციკლი - „აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად თვითშეფასების ანგარიშის მომზადება“ ავტორიზაციის თვითშეფასების ანგარიშის რეკომენდაციებსა და აკრედიტაციის სტანდარტების პროექტების განხილვას დაეთმო.

სემინარში მონაწილე უცხოელმა ექსპერტებმა ტრენინგის მონაწილეებს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების პროფილის, სტრუქტურის, სწავლების შედეგებისა და სასწავლო დატვირთვის განაწილების საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.

ტვინინგის პროექტის გერმანელმა ექსპერტებმა წარმოადგინეს სტანდარტების შესაბამისად თვითშეფასების ანგარიშის მომზადების დასავლური გამოცდილების მაგალითები.

შემაჯამებელ სესიაზე, ტრენინგებზე დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, აკრედიტაციის სტანდარტების პროექტის მოდიფიცირება განხორციელდა.