ახალი ამბები

თორნიკე ჩახვაშვილი: ,,აბრეშუმის გზა - საქართველოს ახალი შესაძლებლობები გლობალური ლოჯისტიკის გზაზე“

22 მარტი 2022

დღეს, 2022 წლის 22 მარტს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ძალზედ საინტერესო მასტერკლასი სახელწოდებით ,,აბრეშუმის გზა -საქართველოს ახალი შესაძლებლობები გლობალური ლოჯისტიკის გზაზე“ ჩატარდა.

მასტერკლასს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი: თორნიკე ჩახვაშვილი - კომპანია TAI (Tegeta Automotive Imports) დირექტორი.

სპიკერმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

  • აზია-ევროპის გადაზიდვების მიმოხილვა;
  • საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა;
  • სახმელეთო დერეფანი და საქართველოს როლი როგორც გზაგამტარი;
  • პირველი სარკინიგზო გადაზიდვა ჩინეთ-საქართველოს შორის (პრაქტიკული მაგალითები);
  • საქართველოს პოტენციალი როგორც ევროპის მიმწოდებელი;
  • კონკურენტი გზები და ჩრდილოეთის დერეფნის მიმოხილვა;
  • საქართველოს პოტენციალი გლობალურ ლოჯისტიკაში.