ახალი ამბები

სამუშაო ვიზიტით კუნძულ კვიპროსზე

18 ივნისი 2012

2012 წლის 10–14 ივნისს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის მიწვევით კუნძულ კვიპროსზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბიზნესის მართვის კათედრის ხელმძღვანელი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი ჩაგელიშვილი.

ვიზიტის დროს დაისახა თანამშრომლობის კონკრეტული გზები და მიმართულებები საზაფხულო სკოლების, სამეცნიერო, მეთოდოლოგიურ, კურიკულუმების დახვეწა–განვითარების, აკადემიური პერსონალის და სტუდენტების მობილობის, ერთობლივი სასწავლო კურსების, პროექტებისა და პროგრამების განხორციელების თაობაზე.