კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია

მარიამ კუტალია

საქართველოს სასჯელაღსრულების და  პრობაციის სამინისტრო

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.

ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე. 

ახალი ამბები

გამარჯვებული გუნდი -„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“

13 ნოემბერი 2013
2013 წლის 12 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში მხიარულთა და საზრიანთა გუნდების შეჯიბრება გაიმართა.

შეჯიბრებაში ოთხი გუნდი იღებდა მონაწილეობას: გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტიდან - „მატატიები“, „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „ბოლო მერცხალი“ და გუნდი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან (სეუ).

იმ დღეს სცენაზე ბევრი ახალი მონაწილე იხილა მაყურებელმა. ზოგიერთი მათგანი, საერთოდ, პირველად იდგა სცენაზე, მაგრამ ახალბედებმა ხალას იუმორსა და ცეკვა-სიმღერაში ტოლი არ დაუდეს თავიანთ თანატოლებს და მაყურებელთა მქუხარე ოვაციებიც დაიმსახურეს.
ჟიურის წევრები კი თამაშის განმავლობაში ნეიტრალობას იცავდნენ, თუმცა შეჯიბრების ბოლოს მონაწილეების მისამართით თბილი სიტყვებიც არ დაიშურეს, ობიექტურობა შეინარჩუნეს და შეფასებებიც დამსახურებულად გაანაწილეს.


საბოლოოდ ქულები ასე გადანაწილდა:

  • „მატატიები“ – 24 ქულა;
  • „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ – 25 ქულა;
  • „ბოლო მერცხალი“ – 23 ქულა.
სეუ გუნდი შეჯიბრებაში კონკურსგარეშე გამოდიოდა.