კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია

მარიამ კუტალია

საქართველოს სასჯელაღსრულების და  პრობაციის სამინისტრო

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.

ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე. 

ახალი ამბები

ოლიმპიადაში გამარჯვებულთ სერტიფიკატრები გადაეცათ

30 აპრილი 2012

2012 წლის 30 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ინგლისურ ენაში ოლიმპიადა ჩატარდა.

ოლიმპიადა on-line რეჟიმში მიმდინარეობდა.

ტესტი 100 ქულიანი იყო. ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდა და ტესტის შესავსებად სტუდენტებს 45 წუთი ჰქონდათ მიცემული.

ოლიმპიადის ჩატარების წესის თანახმად, ოლიმპიადაში მონაწილე სტუდენტებს 51 ქულიანი ბარიერი უნდა გადაელახათ.

უცხო ენის ოლიმპიადაში ადგილები ასე გადანაწილდა:

  1. ბასილიძე ლადო - 78 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
  2. ხოფერია თამარი - 70 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
  3. თაყაიშვილი ელენე - 68 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
  4. ანა ჭოჭუა - 67 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
  5. რევაზ კაკაბაძე - 67 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
  6. ჭანიშვილი ლიკა - 68 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
  7. კიკალიშვილი გვანცა - 52 ქულა (სამართლის ფაკულტეტი).

ოლიმპიადაში გამარჯვებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.