კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

ტესტირებაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

22 დეკემბერი 2011

2011 წლის 24 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე წლის 12 და 15 დეკემბერს პირველი ექსპერიმენტული სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ინგლისურ ენაში ტესტირება ჩატარდა.

ტესტირებაში 137 მოსწავლე იღებდა

მონაწილეობას. მათ გრამატიკული, ლექსიკური და ლოგიკური სავარჯიშოებისათვის უნდა ეპასუხათ.

თავად ტესტის სირთულე მთლიანი ევროპული ჩარჩოს უცხო ენის ფლობის სტანდარტების B1 დონეს შეესაბამებოდა.

ტესტი ოცდათხუთმეტი კითხვისაგან შედგებოდა და ყოველი კითხვა ორი ქულით შეფასდა.

კონკურსში გამსვლელი ქულა 60–70 განისაზღვრა.

ტესტირების საბილოო შედეგების მიხედვით, ბარიერი ოცდათვრამეტმა მოსწავლემ გადალახა, ხოლო ყველაზე გამორჩეულებმა საპრიზო ადგილები ასე გაინაწილეს:

პირველი ადგილი – ელენე ლომსაძე (70 ქულა);
მეორე ადგილი – გიორგი გრძელიშვილი (68 ქულა);
მესამე ადგილი – მარიამ კირვალიძე (67,5 ქულა).

22 დეკემბერს კი ტესტირებაში მონაწილენი უნივერსიტეტს ესტუმრნენ, დაათვალიერეს უნივერსიტეტის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, კრიმინალისტიკის, ტელე და რადიო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი, ბოლოს კი საზეიმო ცერემონიალზეც აღმოჩნდნენ.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა ტესტირებაში გამარჯვებულ და მონაწილე მოსწავლეებს თავად გადასცა სერტიფიკატები და საჩუქრები.