კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.
ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე.
ახალი ამბები
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა
2011 წლის 5 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში 50 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. წარმოდგენილი იყო 38 თემა.
კონფერენცია ოთხ სექციად ჩატარდა:
I სექცია - ეკონომიკური
განვითარების პერსპექტივები
I ადგილი
სალომე ქითიძე
თემა: „საქართველოში
განხორციელებული უცხოური ინვესტიციები და მათი როლი საქართველოს ეკონომიკაში“.
II ადგილი
ანა ენდელაძე
თემა: „ეკონომიკური
კრიზისები, მათი წარმოქმნის მიზეზბი და გადაჭრის გზები საქართველოში“.
ნინო გოზალიშვილი
თემა: „millennium“-ის
პრობლემა საქართველოში“.
III ადგილი
სალომე მახარაშვილი
თემა: „სასურსათო
უსაფრთხოება საქართ[ელოს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი და მისი
აქტუალობა“.
მარიამ ბოლოთაშვილი
თემა: „წრფივი დაპროგრამების
ამოცანის ამოხსნის გეომეტრიული მეთოდები“.
გიორგი ბექაური და
დალი ცინცქილაძე
თემა: „განახლებადი
რესურსები - საქართველოს ენერგეტიკის პერსპექტივა“ (თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი).
II სექცია - ფინანსური სისტემების როლი ბიზნესის
განვითარებაში
I ადგილი
ლაშა ფრუიძე და
თორნიკე არჩვაძე
თემა: „საბანკო სექტორი,
არსებითი პრობლემები და რეფორმები საქართველოში“.
II ადგილი
ანა მასხარაშვილი
თემა: „საპენსიო
რეფორმა და სოციალური დაზღვევის პერსპექტივა საქართველოში“.
ბაჩანა ჯანჯღავა და
გიგა მეტრეველი
თემა: „ფოთის
თავსუფალი ინდუსტრიული ზონა“.
III ადგილი
ნინო ქართველიშვილ
თემა: „ქონებრივი
დაზღვევა და მისი გაუმჯობესების პერსპექტივები საქარველოში“.
ნინო ბექაური
თემა: „მსოფლიო ბანკი
და საქართველო“.
III სექცია - მარკეტინგული სტრატეგია და ბიზნესის
მართვის პრობლემები
I ადგილი
სოფო აფციაური და
სოფო შველიძე
თემა: „ქალი და
ბიზნესი“.
II ადგილი
ანა ლობჟანიძე და
თათია ყურაშვილი
თემა: „სოციალური
ქსელები და ბიზნესი“
III ადგილი
ციალა ქადაგიშვილი
თემა: „ქართული
თხილის ბაზარი“
ნინო ზუმბაძე
თემა: „კომუნიკაციის
მნიშვნელობა ორგანიზაციის მართვის პროცესში“.
IV სექცია - ტურიზმი განვითარებად მსოფლიოში
I ადგილი
მარიამ კუტალია
თემა: „ტურიზმი
უნარშეზღუდულთათვის - ტურიზმი ბარიერების გარეშე“
II ადგილი
ნანა ხურცილავა
თემა: „ტურიზმი და
ათასწლეულის განვითარების მიზნები“
III ადგილი
ელენე ბაკურაძე
თემა: „ტურიზმის
გავლენა ადგილობრივი საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“.
გამარჯვებული
სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ სამეცნიერო კონფერენციაში „კერძო ბიზნესი
საქართველოში“, რომელიც 13-14 მაისს გაიმართება
ქ. თელავში და მისი მთავარი მიზანია საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების
სტუდენტთა შორის ურთიერთობებისა და კავშირების გაღრმავება, საერთო სამეცნიერო
ინტერესების მქონე სტუდენტებისათვის მომავალი თანამშრომლობისათვის ნიადაგის
მომზადება.