კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

სემინარი „სწავლების თანამედროვე მეთოდები“ დასრულდა

5 აპრილი 2011
2011 წლის 22 მარტიდან 6 აპრილამდე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სწავლების თანამედროვე მეთოდები“.

ტრეინინგი გთსუ-ის ტრენინგ-ცენტრის ეგიდით ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდა უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრის კონსულტანტი, ექსპერტი ნიდერლანდებიდან პიტერ კეტი.

სწავლების პერიოდში განხილული იყო ისეთი თემები როგორიცაა: დამოუკიდებელი სწავლება, ინტერაქტიული სწავლების განსხვავებული მეთოდები, გუნდური მუშაობა, როლური თამაშები, დისკუსიები და სხვა.

ტრენინგს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის 23 პროფესორ-მასწავლებელი ესწრებოდა.

ტრეინინგის ბოლო დღეს პროფესორ-მასწავლებლებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.