კურსდამთავრებულები და მეგობრები

ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი

„ჰუალინგ ჯგუფის“  ახალი პროექტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი

 

2013 წელს დავამთავრე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი.

ეროვნულ გამოცდებამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად ჩამებარებინა, თუ რომელი უნივერსიტეტი მომცემდა თანამედროვე განათლებას და დღეს უკვე ვხდები, რომ უმაღლესი სასწავლებლის არჩევანში არ შევმცდარვარ. მე მივიღე სწორედ ისეთი განათლება, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია ააშენო შენი მომავალი მყარი კარიერა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - Charles University in Prague, დავამთავრე  მარკეტინგის ფაკულტეტი.

ამჟამად ვმუშაობ ჰიპერმარკეტ "გორგიაში" მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორად.

მადლობა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ პროფესიონალებად ჩამოვყალიბდით, შევიძინეთ ცოდნა და ცხოვრების ასპარეზზე გავედით.

GTTU- ის ადგილია, სადაც ყველა საშუალება გეძლევა, მიაღწიო დასახულ მიზანს.

გირჩევთ,  ბოლომდე იბრძოლოთ საკუთარი მიზნის მისაღწევად და ღირსეულად ატაროთ GTTU-ლის სახელი.

ახალი ამბები

სემინარი აკადემიური პერსონალისათვის

2 თებერვალი 2011


2011 წლის 2 თებერვალს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი სასწავლო პროცესის ხელმძღვანელებისა და პროფესორ-მასწავლებელთათვის თემაზე: „უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო და საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების გზამკვლევი“.

სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა.

უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა მაია უკლებამ გააკეთა პრეზენტაცია თემაზე: „კომპეტენციები და სწავლის შედეგები“. ყურადღება გამახვილდა მონიტორინგის შედეგად  პროგრამებსა და სილაბუსებში გამოვლენილ ხარვეზებზე.

სემინარის მონაწილეებს მიეცათ რეკომენდაციები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების შედგენისას.

ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის პროფესორ ლალი ჩაგელიშვილის საპრეზენტაციო თემა იყო “საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების შედგენის გზამკვლევი“. მომხსენებელმა ყურადღება გამაახვილა იმ ძირითად ასპექტებზე, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული როგორც სილაბუსებში, ასევე საგანმანათლებბლო პროგრამებში.

დაინტერესებულ პირთ გაეცათ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და დაურიგდათ საინსტრუქციო მასალა.