კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

გერმანელმა პროფესორმა ლექციათა მეორე ციკლი დაასრულა

8 ნოემბერი 2013
2013 წლის 4 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში გერმანელი პროფესორის, ბატონი რაინჰარდ პაულინგის ლექციათა ციკლი ჩატარდა.
ლექციების ეს ციკლი ევროკავშირის სამართლებრივი სისტემის ანალიზს დაეთმო.

ამჯერად გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ევროკავშირთან მიახლოებისა და ევროკავშირის სამართლის ისეთ ნიუანსებს გაეცვნენ, როგორიცაა კოპენჰაგენის კრიტერიუმები, საქართველოს სტატუსი და მისი სამომავლო პერსპექტივები, სასამართლოს როლი, მისი შემადგენლობა, არჩევითობა, სასამარ

თლო პროცესის სხვადასხვა ტიპი, პირდაპირი პროცესები და აპელაციები, წერითი და ზეპირი პროცედურები და სხვა.

ლექციათა ციკლის დასასრულს გერმანელმა პროფესორმა სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.