ახალი ამბები

გამოვიდა სამეცნიერო შრომათა კრებული N 3

21 ოქტომბერი 2013
გამოვიდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებულის (N3) ახალი ნომერი.

დაინტერესებულ მკითხველს კრებულში შეუძლია წაიკითხოს გივი ლობჟანიძის „ილია ჭავჭავაძის შეხედულებანი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართლმსაჯულების შესახებ“, შენგელი ფიცხელაურის „კრიმინალისტიკის საგანი, ცნება, მიზნები და მისი ადგილი იურიდიულ და სხვა მეცნიერებათა სისტემაში“, მაია უკლებას „ტურიზმის განვითარების დილემა თეორიასა და პრაქტიკას შორის“, ბესიკ ალადაშვილის „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და ეროვნული ეკონომიკური უსაფრთოების პრობლემები“, ამირან თავართქილაძის „საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება: რეალობა და მომავალი“, ლია თოთლაძის „ტურიზმის ეკონომეტრიკული მოდელირების თეორიული ასპექტები“, ჩარლზ მორგან სტრომეს „ფინანსური კრიზისი“, პოლ სანკესის „ევროკრიზისმა ევროპა უნდა გამოაღვიძოს. უფრო სავარაუდოა, რომ ევროკრიზისი კომპრომისით ან შემცირებით დასრულდება“, ნანა გოგიჩაშვილის „სიყვარულის ბიოქიმიური მახასიათებლები“, ლაურა კუტუბიძე-ზუბაშვილის „კომუნიკაციის სახეთა ევოლუცია - სიტყვიდან ვირტუალურ რეალობამდე“, ნატო ონიანის „სანავარდოს“ მითოსური ხატები“, თამარ ფანცულაიას „საინფორმაციო გარემო და მისი ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკაზე“, ლია ჯანგებაშვილის „სამყაროს გრიგოლ რობაქიძისეული გააზრება“, აგრეთვე სხვა ავტორთა საინტერესო ნაშრომები სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში მიმდინარე პროცესების, სიახლეთა და აღმოჩენათა შესახებ.