ახალი ამბები

გამოვიდა სამეცნიერო შრომათა კრებული N 2

23 ივლისი 2012

გამოვიდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებულის (N2) ახალი ნომერი, რომელიც უნივერსიტეტის დამფუძნებლის, განათლების დარგის თვალსაჩინო მოღვაწისა და ორგანიზატორის, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ გურამ თავართქილაძის ნათელ ხსოვნას ეძღვნება.

კრებულში შეგიძლიათ წაიკითხოთ რომან და ეკატერინე შენგელიების „მამობის დადგენის სამართლებრივი საფუძვლები“, გივი ლობჟანიძის „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ევოლუცია და საქართველო“, ნუგზარ თევდორაძის „მითვისების კვალიფიკაციის სპეციალური საკითხები“, გელა ალადაშვილის „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში“, მედეა გოცირიძის „ცოდნის გამოყენების ეფექტიანობის საკითხები“, ამირან თავართქილაძის „საქართველო–ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება უმნიშვნელოვანეს მიზნად უნდა იქცეს“, მაია უკლებას „ადგილობრივი საზოგადოება და დესტინაციის მდგრადი განვითარება“, ლალი ჩაგელიშვილი–აგლაძის „ინფორმაციული ტექნოლოგიები და საქართველოს ტელეკომუნიკაციის სფეროს ინტეგრირება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სისტემაში“, სოფიკო თევდორაძის ,,რეგიონის დადებითი იმიჯი, როგორც კონკურენტუნარიანობის წყარო", ლია თოთლაძის „2011 წლის ნობელის პრემია ეკონომიკაში: მიზეზ–შედეგობრივი კავშირის ემპირიული კვლევა“, ჩარლზ მორგან სტრომეს „გადასახადების ადმინისტრირება და ქონების თაღლითური მისაკუთრება“, თალიკო ჟვანიას „ელექტრონული სწავლების თანამედროვე მეთოდები“, ინგა დიაკონიძის „რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია დარგობრივი ინგლისურის სწავლებისათვის“, გიორგი მათიაშვილის „არავერბალური კომუნიკაციის სპეციფიკა“, თემურ ჟღენტის „განათლების ჯონ დიუისეული კონცეფცია“, თამარ ფანცულაიას „ადამიანის სულის შემძვრელი საფიქრალი“, მარინე ჩაგელიშვილი–ურუმაშვილის ,,მეორე ენის შეცნობა", დალი ჩიკვილაძის ,,ნიკო ნიკოლაძის სტატია ,,მამაშვილური რჩევა" თანამედროვეობის კონტექსტში" და სხვა ავტორთა საინტერესო ნაშრომები სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში მიმდინარე პროცესების, სიახლეთა და აღმოჩენათა შესახებ.