ახალი ამბები

გასვლითი ლექცია „ბარამბოში“

20 დეკემბერი 2012

2012 წლის 19 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტთა ერთი ჯგუფი, გასვლითი ლექციის ფარგლებში, საკონდიტრო კომპანია „ბარამბოს“ ეწვია და საკუთარი თვალით იხილა სალექციო აუდიტორიებში თეორიულად შესწავლილი საწარმოო ოპერაციული მენეჯმენტის ის უმნიშვნელოვანესი ნიუანსები და ოპერაციების განხორციელების სპეციფიკა, რომლის ცოდნაც ესოდენ მნიშვნელოვანია კომპანიის წარმატებული მართვისა და ბაზარზე სტაბილური ადგილის შენარჩუნებისათვის.

თანამედროვე ევროპულმა ტექნოლოგიებმა, საწარმოოს პროგრამულმა მართვამ, უმაღლესი ხარისხის ნედლეულისაგან დამზადებული შოკოლადის ფილებისა თუ კარამელის კანფეტების, ვაფლისა თუ ვაფლის ტორტის შიგთავსის დამზადებამ, კიდევ უფრო მეტი შთაბეჭდილება მოახდინა სტუდენტებზე და ეს განცდა, ალბათ, არასოდეს დაავიწყდებათ.

სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ნედლეულის მიღებისა და შენახვის, მზა პროდუქციის შენახვის, მომხმარებლამდე მიწოდებისა და ამ პროცესების ყველა ეტაპზე კვებითი უსაფრთხოების რისკების კონტროლის მექანიზმების თაობაზე.

დასასრულს სტუდენტებმა კომპანია „ბარამბოს“ კიდევ ერთ სიახლესაც გაუსინჯეს გემო და შოკოლადის კარაქი დააგემოვნეს.