კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან

28 დეკემბერი 2011

2011 წლის 28 დეკემბერს მწერალი დათო ტურაშვილი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრა, ტრადიციისამებრ, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნა.

პროფესორმა რევაზ ბალანჩივაძემ ისაუბრა დათო ტურაშვილზე როგორც მრავალმხრივ, ნიჭიერ შემოქმედზე, თქვა, რომ არის შესანიშნავი სცენარისტი, პუბლიცისტი და მადლობა გადაუხადა მწერალს სტუმრობისათვის.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

დათო ტურაშვილმა ისაუბრა თავის ამერიკულ შთაბეჭდილებებზე, სადაც ის, როგორც მწერალი, ასი დღით იყო მიწვეული.

სტუდენტები დაინტერესდნენ მისეული „დონ კიხოტის“ მხატვრული სახისა და ხასიათის განმარტებით. სერვანტესის რთული ენა მწერალმა ბავშვებისთვის გასაგებ, მარტივ ენაზე თარგმნა.

რაც შეეხება „ჯინსების თაობას“, ეს ის წიგნია, რომელმაც მწერალს პოპულარობა მოუტანა და ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ამ წიგნის, მისი შექმნის ისტორიის, მწერლის ხედვისა და ზოგადად საზოგადოების მიერ მომხდარი ფაქტის აღქმისა და შეფასების ჭრილში დაისვა

იყო შეკითხვები მისი სტუდენტობის წლების, ოჯახის, ქართული ტრადიციების, განათლების სისტემაში გატარებული რეფორმებისა და ყველა იმ თემის შესახებ, რომელიც აწუხებს დღევანდელ ახალგაზრდობას.

მწერალმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.