ლექციების ციკლის პირველი თემა იყო „ლისაბონის ხელშეკრულება“.
კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.
ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე.
განცხადებები
ახალი ამბები
უნივერსიტეტში გერმანელი პროფესორის სალექციო კურსი დასრულდა
2013 წლის 18 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში გერმანელმა პროფესორმა, ბატონმა რაინჰარდ პაულინგმა ლექციების კურსი დაასრულა.
ლექციების ეს კურსი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის იყო ორგანიზებული.
ლექციების ციკლის პირველი თემა იყო „ლისაბონის ხელშეკრულება“.
ევროკავშირის სამართლებრივი სისტემისადმი მიძღვნილი ლექციების მომავალი ციკლი მიმდინარე წლის შემოდგომისათვის არის დაგეგმილი.