ახალი ამბები

სასწავლო შეხვედრის ბოლო აკორდი

21 ივნისი 2012

2012 წლის 21 ივნისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტურმა კლუბმა „რეპორტიორმა“, სასწავლო შეხვედრის ფარგლებში, ყველასათვის ცნობილ ჟურნალისტებს ვახტანგ სანაიასა და ლაშა ხარაზიშვილს უმასპინძლა.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და შინაარსობრივადაც და ვიზუალურადაც ერთობ საინტერესო გამოვიდა.

სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებზე, გამოცდილი ჟურნალისტები, საინტერესოდ და ამომწურავად პასუხობდნენ.

არც ორიგინალობა დაკლებია ამ სასწავლო შეხვედრას.

უკვე ცნობილი ჟურნალისტები კონკურსის „ოქროს შეკითხვა“ თანამონაწილენიც აღმოჩნდნენ და განსაკუთრებული სიამაყის გრძნობით ადევნებდნენ თვალს მომავალი ჟურნალისტების პაექრობას, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ, რაც შეიძლება არაორდინალური, ცოტა უცნაური და, ამასთან ერთად, აკადემიური შეკითხვაც დაესვათ თავიანთი თანატოლების, პედაგოგებისა თუ უფროსი კოლეგების წინაშე.

კონკურსში „ოქროს შეკითხვა“ საუკეთესონი იყვნენ ანა ოყუჯავა, მარიამ მესხი და ნათია ხარაბაძე.