კურსდამთავრებულები და მეგობრები

მერაბ გაბუნია
შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი
დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.
სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!
ახალი ამბები
ჰოლანდიელ სპეციალისტს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
2010 წლის 11 თებერვალს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და ინჰოლანდის უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში გთსუ-ში როტერდამის მედია და კომუნიკაციების სკოლის ლექტორი ქალბატონი უკე ვან დენ ბრინკი სტუდენტებისთვის ინგლისურ ენაზე „კორპორატიული კომუნიკაციები“ (“Corporate Communications”) ლექციებს კითხულობს. ამჯერად მისი ლექციები კურსი ექვსი კვირის მანძილზე გაგრძელდება.
უკე ვან დენ ბრინკი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში უკვე სამი წელია მოღვაწეობს. ამ დროის მანძილზე 150 სტუდენტმა გაიარა მისი ლექციების კურსი პროექტის მენეჯმენტსა (“Project Management”) და კორპორატიულ კომუნიკაციებში (“Corporate Communications”).
გაზაფხულზე კი ქალბატონი უკე უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალისათვის წაიკითხავს ლექციებს თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, გთსუ-სა და ინჰოლანდის უნივერსიტეტის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებისათვის გაწეული ღვაწლისათვის, 2010 წლის 8 ოქტომბერს ინჰოლანდის უნივერსიტეტის როტერდამის მედიისა და კომუნიკაციის სკოლის ლექტორს ქალბატონ უკე ვან დენ ბრინკს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
საზეიმო ცერემონიალზე ისაუბრეს ქალბატონი უკე ვან დენ ბრინკის დამსახურებაზე. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორ უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმი, ხაზი გაუსვა უკე ვან დენ ბრინკის პროფესიონალიზმსა და განსაკუთრებულ ღვაწლს ქართველი კოლეგებისა და სტუდენტების მიმართ.
გთსუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა მაია უკლებამ საზოგადოებას გააცნო უკე ვან დენ ბრინკის ბიოგრაფია, მადლობა გადაუხადა მას და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანის მოღვაწეობა გთსუ-ში.
თავის მხრივ, უკე ვან დენ ბრინკმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, აკადემიური საბჭოს წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას და განსაკუთრებული გულისტკივილი გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ მის ამ აღიარებას ვერ დაესწრო ადამიანი, რომელმაც ეს უნივერსიტეტი დააარსა. მან გაიხსენა მისი და ბატონი გურამ თავართქილაძის პირველი შეხვედრაც და აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან პირადად იცნობდა ამ ადამიანს და მისი ეს აღიარებაც ბატონი გურამის სახელს უკავშირდება.