ახალი ამბები

საჩუქარი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას

7 ნოემბერი 2012

2012 წლის 6 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს „ამერიკის ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფის“ წევრები და საქართველოში „ამერიკული წიგნის კლუბის“ დამფუძნებლები სტივენ ჰილისი და სტეფან მოლსი ესტუმრნენ და უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკას საჩუქრად დიდძალი ლიტერატურა გადასცეს.

არჩევანი მართლაც რომ დიდია.

უნივერსიტეტის სტუდენტებსა და დაინტერესებულ მკითხველებს შესაძლებლობა ეძლევათ გა­ეც­ნონ მათთვის საჭირო ლი­ტე­რა­ტუ­რას. აქვეა მხატ­ვ­რუ­ლი ლიტე­რა­ტუ­რის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნიც, მრავალტომეუ­ლი ტენისის შტა­ტის სასამართლო პრაქ­ტი­კი­დან და იურიდიული სასწავლო ლიტერატურა, ასევე ენციკლოპედიები, თანამედროვე კლასიკური ინგლისურენოვანი პო­პუ­ლა­რუ­ლი პერიო­დუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი და ა. შ.

სტუმრები გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი მათიაშვილს შეხვდნენ.

საქართველოში „ამერიკული წიგნის კლუბის“ დამფუძნებლებმა უმაღლესი სასწავლებლის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს.

პრო­ექტს, ამე­რი­კე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბის ცენ­ტ­რი" (cesec) ახორ­ცი­ე­ლებს.