კურსდამთავრებულები და მეგობრები

ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი

ფარმსახლი,  კომერციული დირექტორი

 

2013 წელს დავამთავრე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი.

ეროვნულ გამოცდებამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად ჩამებარებინა, თუ რომელი უნივერსიტეტი მომცემდა თანამედროვე განათლებას და დღეს უკვე ვხდები, რომ უმაღლესი სასწავლებლის არჩევანში არ შევმცდარვარ. მე მივიღე სწორედ ისეთი განათლება, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია ააშენო შენი მომავალი მყარი კარიერა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - Charles University in Prague, დავამთავრე  მარკეტინგის ფაკულტეტი.

მადლობა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ პროფესიონალებად ჩამოვყალიბდით, შევიძინეთ ცოდნა და ცხოვრების ასპარეზზე გავედით.

GTUNI   ის ადგილია, სადაც ყველა საშუალება გეძლევა, მიაღწიო დასახულ მიზანს.

გირჩევთ,  ბოლომდე იბრძოლოთ საკუთარი მიზნის მისაღწევად და ღირსეულად ატაროთ  ამ უნივერსიტეტის  სახელი.

ახალი ამბები

თავისუფლების მედალი გარდაცვალების შემდეგ

27 სექტემბერი 2011

2011 წლის 12 აგვისტოს აშშ ეკონომისტთა საზოგადოებამ (Laissez-Faire Fraternity -LFF), გარდაცვალების შემდეგ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის თბილისის სახელმწიფო ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამართლის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, შემდგომ კი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორი გურამ თავართქილაძე თავისუფლების მედლით დააჯილდოვა.

ინფორმაციისათვის: ამერიკის ეკონომისტთა საზოგადოება ყოველწლიურად მხოლოდ ოთხ ჯილდოს გასცემს: ამერიკის თავისუფლების მედალს და ორდენს. ჯილდო ეძლევათ იმ საზოგადო მოღვაწეებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიოში ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლების განმტკიცების საქმეში.

პროფესორი გურამ თავართქილაძე 2011 წლის ლაურეატთა შორის დასახელდა. მასთან ერთად 2011 წლის ლაურეატობა წილად ხვდა აშშ ყოფილ პრეზიდენტს როლანდ რეიგანს.

აშშ ეკონომისტთა საზოგადოების მედალი საქართველოში თბილისის სახელმწიფო ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამართლის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულმა, ამჟამად აშშ ეკონომისტთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა, სტრეიერის უნივერსიტეტის მაგისტრმა და ლინკოლნის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ზვიად კლიმენტ ლაზარაშვილმა ჩამოიტანა.

2011 წელს გამოიცა წიგნი „American Heroes: Thoreau and Brown”. წიგნი ეძღვნება პროფესორ გურამ თავართქილაძეს და აშშ რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში სავალდებულო სახელმძღვანელოდ იქნება დასახელებული. ამ სახელმძღვანელომ უკვე აშშ კონგრესის ბიბლიოთეკაში დაიდო ბინა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.