ახალი ამბები

ტელეწამყვანი სტუმრად მომავალ ჟურნალისტებთან

16 ოქტომბერი 2015

2015 წლის 16 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, სასწავლო ფორმატის ფარგლებში, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სხვა რაკურსის“ წამყვანს, გია ჯაჯანიძეს შეხვდნენ.

ტელეწამყვანმა სტუდენტებს საკუთარი თავის შესახებ უამბო: რა გზა გაიარა ცხოვრებაში და როგორ მოვიდა დღევანდელობამდე.

ისაუბრა გადაცემა „სხვა რაკურსის“ ფორმატის, მომზადებისა და თემების შერჩევის, მოწვეული სტუმრებისა თუ ჩაცმის სტილის თაობაზე. გაიხსენა გადაცემის მომზადების დროს მომხდარი კურიოზული შემთხვევები და საინტერესო თავგადასავლები.

შეხვედრის დასასრულს ტელეწამყვანმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და სამახსოვო ფოტოებიც გადაიღო.