ახალი ამბები

თეიმურაზ ხიდიშელს სწავლა სრულად დაუფინანსდა

6 დეკემბერი 2021

უნივერსიტეტის დამფუძნებლის გურამ თავართქილაძის 75-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით, მისმა მეუღლემ ქალბატონმა ლია თავართქილაძემ სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტ თეიმურაზ ხიდიშელს სწავლა სრულად დაუფინანსა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვისწავლო გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში. დიდი მადლობა ქალბატონ ლია თავართქილაძეს, რომ მომცა შესაძლებლობა, მივიღო განათლება სრული დაფინანსებით. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ვასახელო ჩემი უნივერსიტეტი და აქ მიღებული ცოდნა წარმატებით გამოვიყენო პრაქტიკაში” - თეიმურაზ ხიდიშელი.

გურამ თავართქილაძის საიუბილეო წელთან დაკავშირებით აქტივობები გრძელდება