ახალი ამბები

თბილისის სტუდენტური ფესტივალის საზეიმო დახურვა

18 დეკემბერი 2018

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა, მასშტაბურ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავდა და სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების 30 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

წელს, ტრადიციულად, მასშტაბური შეჯიბრებები გაიმართა სპორტის ექვს სახეობაში. კერძოდ, მინი ფეხბურთში, ფრენბურთში, ჩოგბურთში, ქუჩის კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბოულინგში. მათგან ოთხ სახეობაში შეჯიბრები ჩატარდა, როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს შორის.

ფესტივალი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებასა და გამრავალფეროვნებას, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლებას და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობას.

გთუნის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი და სტუდენტები საზეიმოდ შეუერთდნენ სპორტის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიალს.

იხილეთ ფოტოგალერეა ...