ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

6 აგვისტო 2020

დღეს, 2020 წლის 6 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.

მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციების, სამხედრო ქვედანაყოფებში ექსკურსიების, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტების და სამხედრო თემატიკის შესახებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა.