ახალი ამბები

თათია მჟავანაძე: როგორ მოვამზადოთ ახალი ამბავი ტელევიზიაში/რადიოში

2 ივლისი 2021

დღეს, 2 ივლისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ უფროსკლასელებთან საინტერესო ონლაინ შეხვედრა შედგა.

შეხვედრის თემა იყო ,,როგორ მოვამზადოთ ახალი ამბავი ტელევიზიაში/რადიოში".

უფროსკლასელებთან ონლაინ შეხვედრას უძღვებოდა თათია მჟავანაძე - ჩვენი მოწვეული აკადემიური პერსონალი; ჟურნალისტიკის დოქტორი, თსუ ასისტენტ-პროფესორი.

მსგავსი ხასიათის შეხვედრები მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის გაღრმავებას ემსახურება.