ახალი ამბები

თამარ მირცხულავა: სხეულის ენის მნიშვნელობა საგამოძიებო ფსიქოლოგიაში

20 დეკემბერი 2019

გუშინ, 2019 წლის 19 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოლოგი თამარ მირცხულავა.

ტრენინგის სახელწოდება იყო „სხეულის ენის მნიშვნელობა საგამოძიებო ფსიქოლოგიაში“.

თამარ მირცხულავამ ვრცლად ისაუბრა ცნობილი ფსიქოლოგის ერიკ ერიქსონის პიროვნების ფსიქოსოციალური განვითარების სტადიებზე, ზოგადად ქცევისა და იმ ფსიქოლოგიური ეფექტების შესახებ, რომლებიც ცვლიან პიროვნების ქცევას. შეეხო სუიციდის თემას.

მისი თქმით, საგამოძიებო მიზნებში გამოკითხვის უნარების შეძენა და გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს გარკვეულ სირთულეებთან და გამოწვევებთან. ეს მოითხოვს კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას, გახსნილობას და ემპათიურობას, თუნდაც ყველაზე რთულ სიტუაციებში.

ტრენინგმა სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.