ახალი ამბები

ტალავარი 2016 და ყოველწლიური ეროვნული ღონისძიების ჩატარების ტრადიცია

7 ივნისი 2016

დღეს, 2016 წლის 7 ივნისს, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სწავლების საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა, რომლებიც „GT კონსალტინგში“ გადიოდნენ სტაჟირებას „ტალავარი 2016“ სტუმრებს უმასპინძლეს.

სტაჟირებაზე მყოფმა სტუდენტებმა დღვანდელი დღის ღონისძიება საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს - გურიას მიუძღვნეს, რამეთუ მიმდინარე სასწავლო წელი უნივერსიტეტის დამფუძნებლის, პროფესორ გურამ თავართქილაძის საიუბილეო წელია და, აღნიშნული ღონისძიებით, საფუძველიც ჩაუყარეს უმაღლეს სასწავლებელში ყოველწლიური ეროვნული ღონისძიებების ჩატარების ტრადიციას.

სტუდენტებმა ძალზედ ორიგინალურად და საინტერესოდ წარმოადგინეს ღონისძიების მენეჯმენტის სრული ციკლი.

ღონისძიება კიდევ უფრო მეტად დაამშვენა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლის „ივერთას“ წევრებისა და მოცეკვავე ვაჟების მიერ შესრულებულმა ქართულმა ხალხურმა მუსიკალურმა ჰანგებმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აუქციონი.

აუქციონიდან შემოსული თანხა გადაერიცხება სოციალურად დაუცველ ერთ-ერთ ოჯახს.

იხილეთ ფოტოგალერეა