ახალი ამბები

სუპერლიგა B-ს ჩემპიონი და საუკეთესო მცველი

3 ივლისი 2017

გუშინ, სუპერლიგა B-ს 2016/17 წ.წ. სეზონის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს Funday Entertainment და ევროკრედიტი დაუპირისპირდა.

შეხვედრა უაღრესად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.

ძირითადი დროის ფრედ 2:2 დასრულების შემდეგ, ორი დამატებითი ხუთწუთიანი ტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, თუმცა გამარჯვებული ვერც ამ დამატებითმა დრომ გამოავლინა და შვიდმეტრიანების სერია დაინიშნა.

პენალტების სერიაში გამარჯვება და ჩემპიონის ტიტული Funday-ს საფეხბურთო გუნდის წევრებს ერგოთ (პენ: 8:7).

აღსანიშნავია, რომ Funday Entertainment-ის გუნდის ღირსებას, სხვა ფეხბურთელებთან ერთად, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი დავით ჯავახიშვილი იცავდა.

დავით ჯავახიშვილი ტურნირის ორგანიზატორების მიერ საუკეთესო მცველად დასახელდა.

ვულოცავთ დავითს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.