ახალი ამბები

სტუდენტური კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

6 იანვარი 2023

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის გამოცხადებული კონკურსის ,,პლაგიატი ანუ მოპარული აზრები გამარჯვებული გამოვლინდა..

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსანტებს უნდა წარმოადგინათ თავიანთი ხედვა, წყაროს მითითების გარეშე, სხვისი ნაშრომის ან იდეების მითვისებისა და იმ ტექნოლოგიების შესახებ, რომელსაც შეუძლია მომავალში შეაჩეროს პლაგიატი.

ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესოდ დასახელდა ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ ლევან ყაულაშვილის მიერ წარმოდგენილი ნაშრომი.