ახალი ამბები

სტუდენტური დღეები 2015 დაიხურა

4 ივნისი 2015

2015 წლის 3 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „სტუდენტური დღეები 2015“ საზეიმო დახურვა გაიმართა.

„სტუდენტური დღეები 2015“ სტუდენტთა განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა.

საზეიომო ცერემონიალზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შედეგები შეჯამდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდმა „კაცუნამ“ ჟიურისაგან სერტიფიკატი ნომინაციით „ჟიურის სიმპათია“ და თასი დაიმსახურა.