ახალი ამბები

სტუდენტთა მესამე გაერთიანებული კონფერენცია დასრულდა

23 ივნისი 2015

2015 წლის 22 ივნისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა სტუდენტთა გაერთიანებული საუნივერსიტეტო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა.

კონფერენციაში, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, მონაწილეობას იღებდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.

აღნიშნული კონფერენცია, ზემოთჩამოთვლილი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა მონაწილეობით, უკვე ტრადიციულია და მესამედ ტარდება.

საუნივერსიტეტო კონფერენციაზე რამდენიმე სექცია მუშაობდა: ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, ინჟინერია, აგრარული, ასევე სამართლის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებანი.

კონფერენციაზე სულ ოცდაოთხი მოხსენება იყო წარმოდგენილი და სტუდენთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მომხსენებლებმა საკმაოდ საინტერესო და აქტუალური თემები შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას და ორიგინალური ფორმებისა და იდეების დემონსტრირებით კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახადეს კონფერენცია.

დასასრულს კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და კონფერენციის მასალების კრებული.