ახალი ამბები

სტუდენტთა მერვე სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიხსნა

24 მაისი 2017

დღეს, 2017 წლის 24 მაისს, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მერვე სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიხსნა.

ონფერენცია გახსნა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა.

კონფერენციაში უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები იღებენ მონაწილეობას.

კონფერენციის მუშაობა სექციების მიხედვით წარიმართება: საჯარო სამართლის სექცია; კერძო სამართლის სექცია; ეკონომიკა და ბიზნესი; ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი მეცნიერებები და ფსიქოლოგია.

დღევანდელი დღე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა ნამუშევრების მოსმენას დაეთმობა. ხვალ კი სტუდენტური კონფერენციის მუშაობაში ბიზნესის ადმინისტრირებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები ჩაერთვებიან.

სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია 25 მაისს დაიხურება.