ახალი ამბები

სტუდენტთა მეოთხე გაერთიანებული საუნივერსიტეტო კონფერენცია

19 ივნისი 2016

2016 წლის 17 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა სტუდენტთა მეოთხე გაერთიანებულ საუნივერსიტეტო კონფერენციას სახელწოდებით „საქართველოს მდგრადი განვითარების პერსპექტივები XXI საუკუნეში“ მონაწილეებს უმასპინძლა.

საუნივერსიტეტო კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტისა და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.

კონფერენციაზე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო და ორიგინალური ნაშრომები:

ქეთევან ჩაფიძე - „PR და თანამედროვე ტურისტული ინდუსტრია“ (ხელმძღვანელი: პროფესორი სოფიკო თევდორაძე);

ნინო ჭანტურია - „როდის გავყიდოთ წარმატებით ბიზნესი?“ (ხელმძღვანელი: პროფესორი ლალი ჩაგელიშვილი);

მარი კაპანაძე - :ჟურნალისტური ეთიკა - საზოგადოების ნდობის გარანტი“ (ხელმძღვანელი: პროფესორი ელზა ლომიძე);

სოფიკო მარიამიძე - „ პირადი ცხოვრების ასპექტების ამსახველ მონაცემთა დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ასპექტები“ (ხელმძღვანელი: პროფესორი გივი ლობჟანიძე);

გურამ ტალახაძე - „მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისას“ (ხელმძღვანელი: პროფესორი ლევან დოღონაძე).

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.


იხილეთ ფოტოგალერეა