ახალი ამბები

სტუდენტთა მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა

21 მაისი 2014
2014 წლის 21 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო შემოქმედებითი მეხუთე კონფერენცია გაიმართა.
სამეცნიერო კონფერენციაში უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნა.
ამის შემდეგ სტუდენტებმა სექციების მიხედვით გააგრძელეს მუშაობა.
სამეცნიერო კონფერენციაზე სულ ხუთი სექცია მუშაობდა: ბიზნესისა და ეკონომიკის, ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი მეცნიერებები, კერძო სამართლისა და საჯარო სამართლის სექციები.
სამეცნიერო კონფერენციაზე ნომინაციების მიხედვით შედეგები ასე გადანაწილდა:
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
სექცია: ჟურნალისტიკა
  1. საუკეთესო ნაშრომი - ნათია გეთიაშვილი, ნინი მესხი(ხელმძღვანელი: ედნარ გიორგობიანი);
  2. საუკეთესო რადიორეპორტაჟი - მარიამ ჩოჩია(ხელმძღვანელი: ვახტანგ ნანიტაშვილი);
  3. თემის პრაქტიკული მნიშვნელობა - ქეთევან გაგუა(ხელმძღვანელი: მარინე ვეკუა);
  4. საუკეთესო პრეზენტაცია - გვანცა დემეტრაშვილი(ხელძღვანელი: მარინე ვეკუა);
  5. აქტუალური თემა - ქეთევან კეჭაღმაძე(ხელმძღვანელი: მარინე ვეკუა);
  6. ორიგინალური კვლევა - ლიკა კაჭარავა(ხელმძღვანელი: მარინე ვეკუა).
სექცია: საზოგადოებრივი მეცნიერებები
  1. საუკეთესო პრეზენტაცია - ნინი ქურციკიძე(ხელმძღვანელი: ნანა გოგიჩაშვილი)
  2. საუკეთესო ნაშრომი - მეგი მაჭარაშვილი(ხელმძღვანელი: ნანა გოგიჩაშვილი);
  3. თემის პრაქტიკული მნიშვნელობა - თეონა გიორგელაშვილი(ხელმძღვანელი: ალექსანდრე დაუშვილი);
  4. აქტუალური თემა - ბარბარე დავითაძე(ხელმძღვანელი: რევაზ ბალანჩივაძე);
  5. ორიგინალური კვლევა - ანა მუქათარიძე(ხელმძღვანელი: ბაია კოღუაშვილი).

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
სექცია: ეკონომიკა და ბიზნესი
  1. ორიგინალური კვლევა - ანა ელიზაროვა(ხელმძღვანელი: ამირან თავართქილაძე);
  2. საუკეთესო ნაშრომი - ნინო ჭანტურია(ხელმძღვანელი: ლალი ჩაგელიშვილი);
  3. თემის პრაქტიკული მნიშვნელობა - სოფო ჯალალი(ხელმძღვანელი: გელა ალადაშვილი);
  4. აქტუალური თემა - ნონა ფოცხვერაშვილი(ხელმძღვანელი ამირან თავართქილაძე);
  5. აქტუალური თემა - ხატია ხაბურზანია(ხელმძღვანელი: ამირან თავართქილაძე);
  6. საუკეთესო პრეზენტაცია - მარიამ აბულაძე(ხელმძღვანელი: ლაშა ტაბატაძე).

სამართლის ფაკულტეტი
სექცია: კერძი სამართალი
  1. საუკეთესო ნაშრომი - გვანცა სებისკვერაძე(ხელმძღვანელი: რომან შენგელია);
  2. საუკეთესო პრეზენტაცია - სალომე ხვედელიძე(ხელმძღვანელი: შალვა ქურდაძე).
სექცია: საჯარო სამართალი
  1. აქტუალური თემა - თამთა ბასილაშვილი(ხელმძღვანელი: რომან შენგელია);
  2. თემის პრაქტიკული მნიშვნელობა - სოფიკო მარიამიძე(ხელმძღვანელი: გივი ლობჟანიძე);
  3. ორიგინალური კვლევა - გვანცა ყუფარაძე(ხელმძღვანელი: სერგო ჭელიძე);
  4. აქტუალური თემა.- მონიკა ქირია(ხელმძღვანელი: არჩილ ლორია).