ახალი ამბები

სტუდენტთა II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: სამართალი და თანამედროვე გამოწვევები

2 ივნისი 2022

დღეს, 2022 წლის 2 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა სტუდენტთა II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა.

კონფერენციის სახელწოდება იყოსამართალი და თანამედროვე გამოწვევები

კონფერენცია შერეული ფორმატით ჩატარდა.

ქართველ სტუდენტებთან ერთად კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები ბრაზილიის, შვედეთის, თურქეთისა და ლიეტუვის უმაღლესი სასწავლებლებიდან.

კონფერენციის მონაწილეები ძალზედ საინტერესო თემებით წარსდგნენ უფროსი კოლეგებისა და აუდიტორიის წინაშე.

ორიგინალურმა პრეზენტაციებმა, მონაწილეთა თამამმა მიდგომებმა და ხედვებმა კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შესძინა კონფერენციას და მომავალი შეხვედრის სურვილი გაუჩინა კონფერენციის მონაწილეებს.

იხილეთ ფოტოგალერეა...