მიმდინარე წელს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემატურად მრავალფეროვანი და უფრო საინტერესო გამოვიდა.
კურსდამთავრებულები და მეგობრები

მერაბ გაბუნია
შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი
დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.
სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!
ახალი ამბები
სტუდენტთა მეოთხე სამეცნიერო კონფერენციები დასრულდა
2013 წლის 24 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მეოთხე სამეცნიერო–შემოქმედებითი კონფერენციები დასრულდა.
კონფერენციაზე შვიდი სექცია მუშაობდა: საზოგადოებრივი მეცნიერებები (თავმჯდომარე: პროფესორი რ. ბალანჩივაძე), ეკონომიკა (თავმჯდომარე: პროფესორი: ს. თავართქილაძე), საჯარო სამართალი (თავმჯდომარე: პროფესორი: გ. ლობჟანიძე), ჟურნალისტიკა (თავმჯდომარე: მ. ვეკუა), ტურიზმი (თავმჯდომარე: პროფესორი: მ. უკლება), ბიზნესი (თავმჯდომარე: პროფესორი: ლ. ჩაგელიშვილი), კერძო სამართალი (თავმჯდომარე: პროფესორი შ. ქურდაძე).
მიმდინარე წელს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემატურად მრავალფეროვანი და უფრო საინტერესო გამოვიდა.
კონფერენციაზე წარმოდგენილ ნამუშევართა უმრავლესობა კრეატიულობით, შემოქმედებითი მიდგომითა და თემისადმი სიღრმისეული კვლევის მაღალი დონით გამოირჩოდა.
ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა ასე გადანაწილდა:
სამართლის ფაკულტეტი
-
გიორბელიძე დარეჯანი – „ადგილობრივი თვითმმარველობის პრობლემა თანამედროვე საქართველოში“ – საუკეთსო ნაშრომი;
-
მარიამიძე სოფო – „ილია ჭავჭვაძისა და არჩილ ჯორჯაძის ეროვნული კონცეფცია“ – აქტუალური თემა;
-
ყუფარაძე გვანცა – „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართელოში“ – ორიგინალური კვლევა;
-
ბაკურაძე მარიამი – „აუცილებელი მოგერიება“ – პრაქტიკული მნიშვნელობა;
-
მეზვრიშვილი გიგა – „დანაშაულის მცდელობა“ – ინოვაციური მიდგომა;
-
აბრამიშვილი ანა – „მთავრობის ადგილი და როლი სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში“ – საუკეთსო პრეზენტაცია.
-
სებისკვერაძე გვანცა – „მფლობელობა“ – ინოვაციური მიდგომა;
-
კოშკაძე მარიამი – „საქორწინო კონტრაქტის ნამდვილობის პირობები“ – ორიგინალური კვლევა;
-
ქიმაძე ნატო – „ექსპერტიზის როლი მამობის სასამართლო წესის დადგენისას – აქტუალური თემა;
-
ასათიანი ნინო – „ადგილობრივი თვითმმართველობის სათავეებთან“ – საუკეთესო პრეზენტაცია.
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
-
კიკაბიძე მარიამი – „საინვესტიციო რისკები და მათი მართვა“ – საუკეთესო ნაშრომი;
-
ჯავახიშვილი ელენე – „საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რეალობა და მომავალი“ – საუკეთესო ნაშრომი;
-
ქარდავა ანა – „სასკოლო ექსკურსიები ტურიზმში“ – საუკეთესო ნაშრომი;
-
იმერლიშვილი გიორგი – „ინფლაცია საქართველოში და ეროვნული ბანკის ანტიინფლაციური პილიტიკა“ – აქტუალური თემა;
-
კვარაცხელია თამუნა – „ინვესტირების შიგა წყაროები საქართველოში“ – აქტუალური თემა;
-
ლობჟანიძე ანა, ყურაშვილი თათია – „ელექტრონული კომერციის განვითარების ტენდენციები საქართველსა და მსოფლიოში“ – საუკეთესო პრეზენტაცია;
-
კვარცხალაია ლევანი – „საქართველოს ხელისუფლების საფინანსო–საბიუჯეტო პოლიტიკა განვითარების თანამედროვე ეტაპზე“ – პრაქტიკული მნიშვნელობა;
-
გოქაძე ლიკა – „პრივატიზაციის ინსტიტუციური საფუძვლები და საინვესტიციო გარემო საქართველოში“ – პრაქტიკული მნიშვნელობა;
-
ლეჟავა ლევანი – „ღვინის ტურიზმის განვითარება საქართველოში“ – პრაქტიკული მნიშვნელობა;
-
ჭანტურია ნინო – „მარკეტინგი თანამედროვე კომპანიებში“ – ორიგინალური კვლევა.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
-
ხარაბაძე ნათია, ჭიღვარია რუსუდანი – „ინტერნეტის ესთეტიზაციის გენეზისისათვის“ – საუკეთესო ნაშრომი;
-
დავითაძე მზისა – „არის თუ არა ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულება?“ – საუკეთესო პრეზენტაცია;
-
ხუსკივაძე ნინო – „ახალი ჟურნალიზმის ზოგიერთი ტენდენცია ამერიკულ ლიტერატურაში (ჰანტერ ტომპსონი)“ – საუკეთესო პრეზენტაცია;
-
დემეტრაშვილი გვანცა _ „მხატვრული სახის სპეციფიკა მეოცე საუკუნის ინგლისური აღზრდის რომანში (სტივენ დედალოსი – ჯ. ჯოისი „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“)“ – ორიგინალური კვლევა;
-
გიორგელაშვილი თეონა – „ჯერ ეროვნული და შემდეგ ზოგადსაკაცობრიო“ – აქტუალური თემა;
-
ანდიაშვილი ნინო – „ინტერნეტის რეგულირებისა და თვითრეგულირების ასპექტები“ – აქტუალური თემა;
-
გორგილაძე მარიამი – „ინტერნეტი და მე“ – ინოვაციური მიდგომა;
-
ბაქრაძე მარიამი – „თანამედროვე ქართული მასმედიის ენისა და სტილის საკითხები“ – პრაქტიკული მნიშვნელობა.;
-
მაჭავარიანი ნინო – „ტელევიზია და ფსიქოტრავმა“ – პრაქტიკული მნიშვნელობა.