ახალი ამბები

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

18 მაისი 2012

2012 წლის 18 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ყოველწლიური სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

წელს სამეცნიერო კონფერენცია პროფესორ გურამ თავართქილაძის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმაც მიიიღეს.

კონფერენციამ სამ სექციად (ბიზნესის, ეკონომიკისა და ინფორმატიკის) იმუშავა და წარმოდგენილი იყო 15 თემა.

სექციების მუშაობას კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომელშიც შედიოდნენ: გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, გელა ალადაშვილი, პროფესორები: ლალი ჩაგელიშვილი, ამირან თავართქილაძე, კობა ჩაგელიშვილი და ლია თოთლაძე.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ბიზნესის სექციის გამარჯვებულები სოფო ქუშაშვილი და ელენე ბაკურაძე გახდნენ; მეორე ადგილი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ეკატერინე ნემსაძემ და ეკატერინე ფირცხალაიშვილმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებმა თათია ბრეგვაძემ და ნინო ვარდიძემ გაიყვეს, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი თამარ ხმალაძეს და თათია ხოხაშვილს ხვდათ წილად.

ეკონომიკის სექციაში გამარჯვებული მარიამ კიკაბიძე გახდა, მეორე ადგილზე ნინო ზუმბაძე და ნინო ხოსროშვილი გავიდნენ, მესამე საპრიზო ადგილი სალომე მახარაშვილმა დაიკავა.

ინფორმატიკის სექციის გამარჯვებულები, ჟიურის გადაწყვეტილებით, ანა ლობჟანიძე და თათია ყურაშვილი გახდნენ.