ახალი ამბები

სტუდენტებმა პირველი ტურის დავალება წარმატებით შეასრულეს

3 აპრილი 2014

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ნინო ასათიანი, მარი პაპიაშვილი და ლალი წიკლაური საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში გამოცხადებულ ეროვნულ შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას.

პირველ დავალებას სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი და, შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ.

პირველი დავალების შესრულების შემდეგ, ინსტრუქციის შესაბამისად, სტუდენტებისათვის ჩატარდება ლექციების ციკლი, ხოლო ტესტირების შედეგად შეირჩევა ექვსი გუნდი, რომელიც დასკვნით ტურში მიიღებს მონაწილეობას.