ახალი ამბები

სტუდენტებმა არაორდინალური ფორმით დამოუკიდებელი ნაშრომების პრეზენტაციები წარმოადგინეს

7 ივნისი 2016

2016 წლის 7 ივნისსგურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებმა არაორდინალური ფორმით დამოუკიდებელი ნაშრომების ორიგინალური პრეზენტაციები წარმოადგინეს.

მომავალმა ჟურნალისტებმა იმპროვიზირებულად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გვამოგზაურეს და ამ ქვეყნების შესახებ მოძიებული ინფორმაციები როგორც სანახაობრივად, ასევე შინაარსობრივად ძალზედ საინტერესოდ და მიმზიდველად გადმოგვცეს.

პრეზენტაციის თემა იყო - ”ქვეყანათმცოდნეობა”.

თავად სწავლების სტილი და სტუდენტების მხრიდან შემოქმედებითი მიდგომის ასეთი ფორმები კიდევ უფრო მეტად საინტერესოს ხდის სასწავლ პროცესს.