ახალი ამბები

სტუდენტების შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან

9 სექტემბერი 2016

2016 წლის 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჩრდილოატლანტიკური ვიზიტის მეორე დღეს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.

გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე ნატოს ახალ გამოწვევებზე, მათთან რეაგირების მექანიზმებსა და საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გენერალურმა მდივანმა უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.