ახალი ამბები

სტუდენტების შეხვედრა ჟურნალისტ მარიკა შალიკაშვილთან

13 დეკემბერი 2019

დღეს, 2019 წლის 13 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, სასწავლო ფორმატის ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ მარიკა შალიკაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრის თემა გახლდათ კულტურის პრობლემატიკა სატელევიზიო სივრცეში.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ჟურნალისტმა ბევრ საინტერესო კითხვაზე გასცა მომავალ კოლეგებს პასუხი.

დასასრულს სტუდენტებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.