ახალი ამბები

სტუდენტების შეხვედრა ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის წარმომადგენლებთან

23 დეკემბერი 2016

2016 წლის 23 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს, სტუდენტური კლუბი „ეკონომისტის“ მოწვევით, „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

პროფესორებმა - ირაკლი მაკალათიამ და ვეფხია გიორგაძემ ისაუბრეს ფინანსური ბაზრის განვითარების პრობლემებზე.

კერძოდ, ექსპერტები შეეხნენ ისეთ თემებს, როგორიცაა საფონდო ბირჟა და მისი განვითარების პრობლემები საქართველოში, დაგროვებითი საპენსიო სისტემა , ეროვნული ბანკის პოლიტიკა და მის ფუნქციები, ლარის კურსის სტაბილურობაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები და სხვა.

შეხვედრის დასასრულს ექსპერტებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.