ახალი ამბები

სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა: რაკურსი 2023

21 ივნისი 2023

2023 წლის 16 ივნისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ფოტოგრაფიის სასწავლო კურსის ფარგლებში, გაიხსნა სტუდენტების ფოტო ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით ,,რაკურსი 2023".

ფოტოგამოფენა გახსნა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინე ვეკუამ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტების 100-მდე ნამუშევარი.

აღნიშნულ სასწავლო კურსს უძღვება ფოტოხელოვანი სერგო ედიშერაშვილი.


იხილეთ ფოტოგალერეა...