ახალი ამბები

გთსუ სტუდენტების მორიგი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე

18 მაისი 2015

2015 წლის 16 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ფრიდრიხ ნაუმანის საერთაშორისო ფონდისა“ და „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის დასკვნითი სხდომა.

კონფერენციის საწყის ეტაპზე წარმოდგენილი იყო 88 სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომი. მათგან საერთაშორისო კომისიამ დასკვნითი სხდომისათვის შეარჩია 18 მოხსენება. მათ შორის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტების ზაურ მშვიდობაძის, ავთანდილ ხურციძის, მერი მაჭარაშვილის, ნათია მჟავიას, ნინო ესიავას, ანა მიქაბერიძის, გვანცა კელაპტრიშვილის, სალომე პეტრიაშვილის სამეცნიერო მოხსენებები.

სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი ტურის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა საერთაშორისო ფონდის სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.

კონფერენციის მთავარი პრიზი და პირველი ადგილი, საერთაშორისო კომპეტენტური ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მიენიჭა ნათია მჟავიას - მოხსენებისათვის: “ეკონომიკური თავისუფლება და გარემოს დაცვა".

მთავარ პრიზთან ერთად, ნათია მჟავიამ მიიღო ფრიდრიხ ნაუმანის საერთაშორისო ფონდის მოწვევა (ანაზღაურებადი კონტრაქტი) საქართველოში ფონდის მიერ ორგანიზებულ სემინარებში მისი მოხსენებით მონაწილეობის თაობაზე.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე "ყველაზე აქტიური მონაწილეობისათვის" საგანგებოდ აღინიშნა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა გამოსვლა.