ახალი ამბები

სტუდენტები, სასწავლო ფორმატის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდნენ

25 ნოემბერი 2016

2016 წლის 25 ნოემბერს, კლუბი „რეპორტიორის“ ინიციატივით, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, სასწავლო ფორმატის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს - საგარეო ურთიერთობათა მდივანს თენგიზ ფხალაძეს შეხვდნენ.

შეხვედრა, წესისამებრ, სტუმრის მოკლე ბიოგრაფიითა და საქმიანობის გაცნობით დაიწყო. შემდეგ თენგიზ ფხალაძემ ისაუბრა პრეზიდენტის ინსტიტუტზე, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო თუ ეკონომიკური ურთიერთობების თაობაზე, გაუზიარა სტუდენტებს პირადი გამოცდილება და უპასუხა მათ შეკითხვებს.

სასწავლო შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა შთაბეჭდილებათა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.