ახალი ამბები

სტუდენტები ნარკოპოლიტიკის ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით

12 დეკემბერი 2017

2017 წლის 12 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნვერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ნარკოპოლიტიკის ახალ კანონპროექტთან დაკავშირებული მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეხებოდა.

შეხვედრა ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით გაიმართა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი დავით ოთიაშვილი და ფსიქოლოგიური სახლის „კამარას“ ფსიქოლოგი ნინო კომახიძე.

მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ახალი კანონპროექტის მოსალოდნელ დადებით და უარყოფით შედეგებზე.

მრგვალ მაგიდას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებმა დავით დოლიძემ, დავით ლეჟავამ, ზურაბ ხვიჩიამ, ნიკა ქოქოსაძემ, ანუკი გაგულიძემ და გიორგი იდუკაშვილმა.