ახალი ამბები

სტუდენტები ლიტერატურული თეატრის სპექტაკლზე

12 ოქტომბერი 2016

2016 წლის 12 ოქტომბერს, თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კინოდარბაზში რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის სპექტაკლი „მოყვასისათვის შეწირულები“ გაიმართა.

ლიტერატურული სპექტაკლი მიეძღვნა მიხეილ თამარაშვილის, წმინდა გრიგოლ ფერაძის, პროფესორ იოსებ ჟორდანიასა და მამა ილია კარტოზიას ხსოვნას.

სპექტაკლს უძღვებოდა თეატრის დამაარსებელი, სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე.

სპექტაკლი საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ინიციატივით ჩატარდა.

სპექტაკლს ესწრებოდნენ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები.