ახალი ამბები

სტამბულში, საერთაშორისო კონფერენციაზე

11 ოქტომბერი 2014

2014 წლის 9 - 11 ოქტომბერს სტამბოლში, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - ,,უნივერსიტეტთა თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში: საერთო საგანმანათლებლო ფასეულობები’’ .

პროექტის მიზნად ისახავს პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის საერთო საგანმანათლებლო ქსელის შექმნას, რომელიც მოიცავს წარმატებული პრაქტიკის, პუბლიკაციების, სასწავლო კურსების, საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლითი პროგრამების, სხვადასხვა ეროვნებათა რელიგიის, კულტურისა და სპეციალური საგანმანათლებლო ფასეულობების შექმნასა და რეალიზაციას.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის კათედრის გამგე, პროფესორი ლალი ჩაგელიშვილი.

კონფერენციის დასასრულს პროექტის ფარგლებში მონაწილე უნივერსიტეტებისა და პროექტის ბენეფიციარი მხარის(რუმინეთი) მიერ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.